Gateway & Partners აფართოვებს ქსელს და მოლდოვაში ფრენჩაიზს ხსნის

“ჩვენი ამბიციაა პარტნიორთა ქსელის განვითარება სხვადასხვა ბაზრებზე, ორიენტირებულნი ვართ მცირე შიდა ბაზრის მქონე ქვეყნებზე”, – ამბობს მარტინს ტიკნუსი, Gateway&Partners -ის მმართველი პარტნიორი.

Gateway&Partners პირველი ფრენჩაიზის პარტნიორები არიან მოლდოვაში. მოლდოვას, ისევე როგორც სხვა აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების ეკონომიკა, დამოკიდებულია რუსეთის მსყიდველუნარიანობაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის საჭიროება. Gateway&Partners მოლდოვას შესთავაზებს ბაზრის კვლევას და გაყიდვების არხების განვითარების სერვისებს.

,,გვჯერა, რომ მოლდოვის მცირე და საშუალო საწარმოები შეიძლება საინტერესო პარტნიორები აღმოჩნდნენ ევროპული საწარმოებისათვის, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ეფექტური რესურსები და ამავე დროს ძალიან მჭიდრო კავშირები დასავლეთ ევროპის ბაზრებზე. კარგი კლიმატის წყალობით, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მდიდარია როგორც ხილისა და ბოსტნეულის, ასევე მარცვლეულის და თაფლის თვალსაზრისით. ზოგიერთ სეგმენტში, როგორიცაა კაკალი, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლებს შორის ვართ. Gateway&Partners მიზნად ისახავს დაეხმაროს მოლდოვურ კომპანიებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში”, – ამბობს კორნელ კოზერი, Gateway&Partners მოლდოვის მმართველი დირექტორი.