Gateway&Partners საქართველოში ახალ ოფისს ხსნის!

თუკი ბალტიისპირეთი ხიდია ევროპასა და აღმოსავლეთს შორის, საქართველო ევროპასა და აზიას შორის ხიდად მიიჩნევა, Gateway&Partners მოხარულია საქართველოში ახალი ფრენჩაიზის ოფისის გახსნით და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობით!

“საქართველოს გააჩნია უმნიშვნელოვანესი მდებარეობა, იგი აკავშირებს ევროპას და აზიას. ამასთან იგი არის ბიზნეს-ჰაბი მათთვის, ვინც ბიზნეს-საქმიანობას ეწევა ამიერკავკასიის ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და სომხეთში.
საქართველოს ტრადიციულ რუსულ ბაზარზე არსებული სირთულეების შემდეგ, რომელიც თავდაპირველად ემბარგოს უკავშირდებოდა, მოგვიანებით კი შემსყიდველთა შემცირებას, ქართველმა ექსპორტიორებმა დაიწყეს შესაძლებლობების ძებნა საკუთარი საექსპორტო ბაზრის გამრავალფეროვნებისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია მოიცავს საკვებ პროდუქტებს და სასმელებს (თხილი, ხილი და ღვინო), ლითონი და ქიმიური ნივთიერებები, ტანსაცმელი და ფარმაცევტული პროდუქცია. გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტი ჯერ კიდევ აღემატება ექსპორტის მოცულობას, მოხარულნი ვართ, წარმოვადგინოთ Gateway&Partners-ის პროფესიული ცოდნა ქართული კომპანიების გლობალური ზრდის ხელშეწყობის მიზნით!“ აცხადებს გვანცა მელაძე, Gateway&Partners-ის ქართველი პარტნიორი.
საქართველოში Gateway&Partners-მა გახსნა 5-ე ოფისი და მეორე ფრენჩაიზის ოფისი. 2017 წლის იანვარში Gateway&Partners-მა აამოქმედა ფრენჩაიზის კონცეფცია და პირველი ფრენჩაიზის ოფისი მოლდოვაში გახსნა, სხვა სამი ოფისი მდებარეობს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში – ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში.