„Gateway& Partners“-მა ორგანიზება გაუწია ბიზნეს-კომპანიების B2B ღონისძიებებს თურქეთის სამზარეულოს ნაწარმის კლასტერის 12 წევრისთვის, კომპანიების წარმომადგენლების ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში სკანდინავიის ქვეყნებში. ამასთან, „Gateway& Partners“-მა ორგანიზება გაუწია თითოეული კომპანიის საშუალოდ 5-6 საქმიან შეხვედრას. „Gateway&Partners“-მა მაღალი ხარისხის მომსახურება შემოგვთავაზა. იგი 355 კომპანიას დაუკავშირდა, რომელთაგან 71-მა კომპანიამ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
გარდა ბიზნეს-კომპანიებს შორის გაცნობითი ღონისძიებისა, ჩატარდა შვიდი დამოუკიდებელი კვლევა, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია ბაზრის ზომის, საერთაშორისო სავაჭრო მონაცემების, მოხმარების ტენდენციების, პოტენციური პარტნიორების. კონკურენტების ფასებისა და სხვა საკითხების შესახებ. კმაყოფილებას გამოვთქვამთ „Gateway&Partners“-ის მიერ გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურების, გამოცდილებისა და ინვესტირებული დროის გამო.
იქიდან გამომდინარე, რომ ლატვიის სურსათის მწარმოებლებს რუსული ემბარგო შეეხო, ჩვენმა კომპანიამ „Gateway&Partners“-ის გუნდი დაიქირავა, რათა კლასტერის 20 წევრი კომპანია კვების პროდუქტების მყიდველთათვის გაგვეცნო ევროპაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ჰონგ-კონგში. ამ მცდელობის შედეგად, ორგანიზებულ იქნა 100-მდე B2B შეხვედრა ბიზნეს-კომპანიებს შორის და მოლაპარაკებები დაიწყო კლასტერის ბევრ წევრთან.
8-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, „Gateway&Partners“-ის გუნდი დაგვეხმარა ქათმის პროდუქტების ექსპორტის განვითარებაში შვედეთსა და ფინეთში, რითიც ჩვენმა საექსპორტო გაყიდვებმა ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს მიაღწია. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის განმავლობაში „Gateway&Partners“-ის გუნდმა უზრუნველყო ექსპორტიორ მომხმარებლებთან შეუფერხებელი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ჩართული იყო ახალი პროდუქტის განვითარებასა და მიწოდების ორგანიზების საკითხებში.
ექვსწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, „Gateway& Partners“-ი ჩვენი კომპანიისათვის ამზადებდა ბალტიის ქვეყნების ბაზრის დეტალურ კვლევას. ამ თანამშრომლობის მანძილზე, კომპანიის გუნდი ყოველთვის უზრუნველყოფდა მაღალი ხარისხის მომსახურებას და ითვალისწინებდა პროექტის მიზნებს.
„GatewayBaltic“-ი სამი წლის განმავლობაში უაღრესად სანდო პარტნიორი იყო, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის რეგულარულად ამზადდება რეგიონის სასმელი პროდუქტების ბაზრის კვლევას.
ივან კოლაროვი, Canadean Actual, ციტატა!!!
„Gateway& Partners“-მა ორგანიზება გაუწია ბიზნეს-კომპანიების B2B ღონისძიებებს თურქეთის შეფუთვის კლასტერის 13 წევრისთვის. ამ ღონისძიებებზე თურქული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ შესაფუთი მასალების წამყვან საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს, ასევე, სხვადასხვა პროდუქციის იმ მწარმოებლებს, რომლებიც პლასტიკატის შესაფუთ მასალებს იყენებენ. საერთო ჯამში, ამ ღონისძიებებს 53 სკანდინავიური კომპანია დაესწრო, კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში კი 211 შეხვედრა გაიმართა. გარდა ბიზნეს-კომპანიებს შორის შეხვედრებისა, ჩატარდა შვიდი დამოუკიდებელი კვლევა – თითოეული მათგანი კი მოიცავდა შვიდი ბაზრის კვლევას. ამ კვლევებში მოცემული იყო ინფორმაცია ბაზრის ზომის, საერთაშორისო სავაჭრო მონაცემების, მოხმარების ტენდენციების, პოტენციური პარტნიორებისა და კონკურენტების, ბაზარზე ხელმისაწვდომი პროდუქტების, პროდუქტების ფასებისა და სხვა საკითხების შესახებ. გუნდმა არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია მოსამზადებელი ფაზიდან დაწყებული აღსრულებით დამთავრებული!
„Gateway&Partners“-ის უკან არის ცოდნა, მრავალწლიანი გამოცდილება და მიდგომა – „ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, რაც იმას ნიშნავს, რომ არასოდეს ვთქვათ უარი დასახულ მიზანზე და ნებისმიერი პრობლემა გადავჭრათ. „Gateway&Partners“-ი ჩვენი კომპანიის დიდი ხნის პარტნიორია. იგი რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე წარმატებით შესვლაში დაგვეხმარა და წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.