ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიები

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიები ციფრულად ოპერირებენ, მათ მაინც ესაჭიროებათ პარტნიორებისა და კლიენტების მოძიება. ჩვენ ვეხმარებით ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ კომპანიებს ბაზრის კვლევის ჩატარებითა და შესაბამისი ბიზნეს პარტნიორების მოძიებით სკანდინავიის ქვეყნებიდან დაწყებული ინდოეთით დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიები ციფრულად ოპერირებენ, მათ მაინც ესაჭიროებათ პარტნიორებისა და კლიენტების მოძიება. ჩვენ ვეხმარებით ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ კომპანიებს ბაზრის კვლევის ჩატარებითა და შესაბამისი ბიზნეს პარტნიორების მოძიებით სკანდინავიის ქვეყნებიდან დაწყებული ინდოეთით დამთავრებული.

კლიენტები ჩვენს შესახებ

ახალ ბაზარზე შესვლამდე ჩვენი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, ვფლობდეთ სრულყოფილ ინფორმაციას პოტენციური ბაზრის მოლოდინებისა და რისკების შესახებ. ამ დროის განმავლობაში „Gateway&Partners“-ი ჩვენი სანდო პარტნიორი იყო. ჩვენ ყველა კომპანიას ვურჩევთ, რომ შეისწავლონ ბაზარი ახალ ბაზრებზე გასვლამდე და ისარგებლონ „Gateway&Partners“-ის მომსახურებით.

„Gateway&Partners“-ი „Datakom“-მა ბაზრის კვლევისა და ინტერნაციონალიზაციაში ხელშეწყობის მიზნით დაიქირავა. უკანასკნელი 2 წლის განამვლობაში, „Datakom“-სა და „Gateway&Partners“-ს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებშიც „Gateway&Partners“-მა მოამზადა ბიბლიოთეკის გაციფრულების პროცესის კვლევა ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანანაში, ასევე, ჩაატარა რამდენიმე ევროპულ ბაზარზე ახალი პროდუქტის პოტენციალის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.

„Gateway & Partners“-მა ლიტვის ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგოიების ასოციაციისთვის („InfoBalt“) სკანდინავიის ქვეყნების ბაზარზე გასვლის პოტენციალის შესასწავლად კვლევა ჩაატარა. საბოლოო ჯამში, ლიტვის ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებისთვის ორგანიზებულ იქნა ინდივიდუალური ბიზნეს შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან შვედეთსა და ნორვეგიაში.

„Gateway&Partners“-მა ჩაატარა სკანდინავიის ბაზრის კვლევა, რათა დაედგინა, თუ სად არსებობს საბაზრო ნიშა კომერციული ტრანსპორტის მართვის ახალი სისტემებისთვის. მომზადდა ბაზრის დეტალური მიმოხილვა, მათ შორის წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ბაზრის ზოგადი ტენდენციების, კონკურენტებისა და სხვა შესაბამისი საკითხების შესახებ.

ჩვენი ბიზნეს აქტივობის სხვადასხვა ბაზრებზე გასავითარებლად, „Gateway&Partners“-ის მომსახურებით ვისარგებლეთ. დღემდე, „Gateway&Partners“-ი სასიამოვნოდ გვაკვირვებს მომსახურების მაღალი ხარისხით და კლიენტზე ორიენტირებული დამოკიდებულებით. პოტენციური პარტნიორებისთვის ჩვენი პროდუქციის სპეციფიკის ახსნა არცთუ ისე მარტივია. მიუხედავად ამისა, „Gateway&Partners“-ის კონსულტანტებმა ეს მოახერხეს, მოგვაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია ბაზრის შესახებ და ორგანიზება გაუწიეს მაღალი დონის შეხვედრებს.