განათლება ექსპორტის სფეროში

მასტერკლასი ექსპორტის სფეროში
ექსპორტის აკადემია
ექსპორტის სახელმძღვანელო

მასტერკლასი ექსპორტის სფეროში

საერთაშორისო ბაზრის განვითარება მომხმარებლებთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბების ძირითადი არსია. ჩვენი მასტერკლასი ექსპორტის სფეროში მოგცემთ ყველა  შესაძლებლობას, რომ განავითაროთ თქვენი ახალი ბიზნეს ურთიერთობები. მასტერკლასი, ძირითადად, მოიცავს ერთ ან ორდღიან ტრენინგს კომპანიების გაყიდვების მენეჯერებისა და დირექტორებისთვის. მისი ორგანიზება შესაძლებელია ღია კურსის სახით ან ინდივიდუალურად მომხმარებლისთვის.

მასტერკლასი ფარავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ მოცემულ საკითხს:

  • ექსპორტის დაგეგმარება და სტრატეგია
  • საექსპორტო ბრენდი და მარკეტინგი
  • საექსპორტო გაყიდვები და ურთიერთობები მომხმარებელთან

 

ექსპორტის აკადემია

ხუთდღიანი პროგრამა – ექსპორტის აკადემია – ინტენსიური სწავლების კურსია, რომელიც ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებისთვის ამზადებს. ექსპორტის სფეროში დასაქმებული მენეჯერებისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირებისთვის სასწავლო სემინარებს ექსპერტები და წარმატებული ექსპორიორები გაუძღვებიან. სწავლების პერიოდში გათვალისწინებულია კონკრეტული მაგალითების ანალიზი, პრაქტიკული დავალებები და ინდივიდუალური გამოწვევების განხილვა.

ექსპორტის აკადემია ფარავს შემდეგ საკითხებს:

  • წარმატებული სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება
  • ბაზრის კვლევა და მოცემულობის ანალიზი
  • საექსპორტო ბრენდის განვითარება და მარკეტინგი
  • გაყიდვების პარტნიორების მოზიდვა და სავაჭრო ვიზიტებში მონაწილეობა
  • ურთიერთობები და მოლაპარაკებები მომხმარებლებთან
  • პრაქტიკული საკითხები – ლოჯისტიკა, ტარიფები, განბაჟება, სამართლებრივი ურთიერთობები და ექსპორტის დაფინანსება

 

ექსპორტის სახელმძღვანელო

“Gateway & Partners“ ს გუნდმა შეიმუშავა რამდენიმე საგანმანათლებლო დოკუმენტი. ექსპორტის სახელმძღვანელო ფარავს ისეთ საკითხებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მსურველი კომპანიებისთვის. სახელმძღვანელო საერთაშორისო ბაზრის ეტაპობრივი განვითარების ინსტრუქციაა.

ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი ექსპორტის სახელმძღვანელოს განახლების პროცესშია. სახელმძღვანელოს ახალი ვერსია 2017 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.