“Gateway & Partners“ ვაჭრობის წახალისების სააგენტოების, კლასტერებისა და ასოციაციების ნდობით სარგებლობს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ბაზრის კვლევას, კომპანიებს შორის გაყიდვების ხელშეწყობას სავაჭრო მისიების ორგანიზების გზით, აგრეთვე, კომპანიების გაცნობითი შეხვედრებისა და მყიდველთა ვიზიტების ორგანიზებას.
კლიენტები ჩვენს შესახებ
„Gateway& Partners“-მა ორგანიზება გაუწია ბიზნეს-კომპანიების B2B ღონისძიებებს თურქეთის შეფუთვის კლასტერის 13 წევრისთვის. ამ ღონისძიებებზე თურქული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ შესაფუთი მასალების წამყვან საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს, ასევე, სხვადასხვა პროდუქციის იმ მწარმოებლებს, რომლებიც პლასტიკატის შესაფუთ მასალებს იყენებენ. საერთო ჯამში, ამ ღონისძიებებს 53 სკანდინავიური კომპანია დაესწრო, კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში კი 211 შეხვედრა გაიმართა. გარდა ბიზნეს-კომპანიებს შორის შეხვედრებისა, ჩატარდა შვიდი დამოუკიდებელი კვლევა – თითოეული მათგანი კი მოიცავდა შვიდი ბაზრის კვლევას. ამ კვლევებში მოცემული იყო ინფორმაცია ბაზრის ზომის, საერთაშორისო სავაჭრო მონაცემების, მოხმარების ტენდენციების, პოტენციური პარტნიორებისა და კონკურენტების, ბაზარზე ხელმისაწვდომი პროდუქტების, პროდუქტების ფასებისა და სხვა საკითხების შესახებ. გუნდმა არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია მოსამზადებელი ფაზიდან დაწყებული აღსრულებით დამთავრებული!
იქიდან გამომდინარე, რომ ლატვიის სურსათის მწარმოებლებს რუსული ემბარგო შეეხო, ჩვენმა კომპანიამ „Gateway&Partners“-ის გუნდი დაიქირავა, რათა კლასტერის 20 წევრი კომპანია კვების პროდუქტების მყიდველთათვის გაგვეცნო ევროპაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ჰონგ-კონგში. ამ მცდელობის შედეგად, ორგანიზებულ იქნა 100-მდე B2B შეხვედრა ბიზნეს-კომპანიებს შორის და მოლაპარაკებები დაიწყო კლასტერის ბევრ წევრთან.