ჩვენ მრავალი პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებშიც ჩვენი კლიენტები მიწოდების ჯაჭვის უფრო მაღალ საფეხურზე წარვადგინეთ. ავტომექანიკური, მანქანადანადგარების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო სექტორის ქვეკონტრაქტორებთან მუშაობა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა
კლიენტები ჩვენს შესახებ
უპირველეს ყოვლისა, მაღალ შეფასებას ვაძლევ „Gateway&Partners“-ის ძალისხმევას, მოეძია ჩვენთვის პარნტიორები ჩეხეთის რესპუბლიკაში. მეორე, კომპანიის მაღალი დონის პროფილი. მცირე ზომის კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ პროფესიონალები ზრუნავენ კომპანიის ბრენდინგზე.
„Gateway&Partners“-ის უკან არის ცოდნა, მრავალწლიანი გამოცდილება და მიდგომა – „ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, რაც იმას ნიშნავს, რომ არასოდეს ვთქვათ უარი დასახულ მიზანზე და ნებისმიერი პრობლემა გადავჭრათ. „Gateway&Partners“-ი ჩვენი კომპანიის დიდი ხნის პარტნიორია. იგი რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე წარმატებით შესვლაში დაგვეხმარა და წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.
„Gateway&Partners“-ი ჩვენი კომპანიისთვის, რომელიც თუჯის კომპონენტების წარმოებით არის დაკავებული, შვეიცარიაში პარტნიორების მოძიებაში იყო ჩართული. პროექტის მიმდინარეობისას იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა, „Gateway&Partners“-მა ბაზრის წამყვან წარმომადგენლებთან ჩვენი შეხვედრების წარმატებით ორგანიზება შეძლო.
მას შემდეგ, რაც გავაცნობიერეთ, რომ ადგილობრივი ბაზარი ჩვენთვის საკმარისი არ იყო, გადავწყვიტეთ ბიზნესის გაფართოება საზღვარგარეთ. „GatewayBaltic“-ის??? დახმარებით ჩვენი პროდუქცია წარვუდგინეთ პოტენციურ პარტნიორებს შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთსა და გერმანიაში.
რომან კლეპიკოვი, კომპანია „IPA“
„Gateway&Partners“-მა განახორციელა ინვესტიციების მოზიდვის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მან ლატვიის განახლებული ბიზნეს-პარკისთვის პოტენციური პარტნიორები მოიძია.
„Maru Metall“-ი ერთ-ერთია იმ 8 მონაწილეს შორის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „Gateway&Partners“-ის მიერ დანიაში ორგანიზებულ B2B შეხვედრებში. „Gateway&Partners“-მა ორგანიზება გაუწია 4 შეხვედრას პოტენციურ პარტნიორებთან, მათ შორის სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც თავიანთ პროექტებში იყენებენ მეტალის კონსტრუქციებს. ამასთან, ორგანიზებულ იქნა 2 ვიზიტი ქარხნებში ბაზრის კონკრეტული საჭიროებების უკეთ გასაცნობად.
„Gateway&Partners“-ი ჩვენი კომპანიისთვის პარტნიორების მოძიებას შვედეთსა და ნორვეგიაში ცდილობდა სამი ძირითადი მიმართულებით: ფოლადის კონსტრუქციები, არმატურის მარყუჟები და მანქანათმშენებლობა. „Gateway&Partners“-ი ორივე ქვეყანაში 80-მდე კომპანიას დაუკავშირდა, ორგანიზება გაუწია ოთხ საქმიან ვიზიტს და შეგვახვედრა 25 კომპანიასთან, მათ შორის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან.