2004 წელს დაარსებიდან დღემდე, ჩვენი გუნდი კვებისა და სასმელების სექტორში საქმიანობს. ამ წლების განმავლობაში ასობით პროექტი განვახორციელეთ და ცალკეულ კომპანიებსა და კომპანიათა ჯგუფებს ახლო და შორეულ ბაზრებზე გასვლაში დავეხმარეთ, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და ახალი პროდუქცია საცალო მოვაჭრეებს და კვების მომსახურების ინდუსტრიის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ.
კლიენტები ჩვენს შესახებ
8-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, „Gateway&Partners“-ის გუნდი დაგვეხმარა ქათმის პროდუქტების ექსპორტის განვითარებაში შვედეთსა და ფინეთში, რითიც ჩვენმა საექსპორტო გაყიდვებმა ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს მიაღწია. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის განმავლობაში „Gateway&Partners“-ის გუნდმა უზრუნველყო ექსპორტიორ მომხმარებლებთან შეუფერხებელი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ჩართული იყო ახალი პროდუქტის განვითარებასა და მიწოდების ორგანიზების საკითხებში.
ექვსწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, „Gateway& Partners“-ი ჩვენი კომპანიისათვის ამზადებდა ბალტიის ქვეყნების ბაზრის დეტალურ კვლევას. ამ თანამშრომლობის მანძილზე, კომპანიის გუნდი ყოველთვის უზრუნველყოფდა მაღალი ხარისხის მომსახურებას და ითვალისწინებდა პროექტის მიზნებს.
„GatewayBaltic“-ი სამი წლის განმავლობაში უაღრესად სანდო პარტნიორი იყო, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის რეგულარულად ამზადდება რეგიონის სასმელი პროდუქტების ბაზრის კვლევას.
ივან კოლაროვი, Canadean Actual, ციტატა!!!
„Gateway&Partners“-ი ორგანიზებას უწევს „Baltic Interest Day“-ს, რომლის მიზანიც არის სკანდინავიური კომპანიების პოტენციური მიმწოდებლების მოზიდვა. 2014 წელს, „Gateway&Partners“-მა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას, სადაც ბალტიის ქვეყნების კვების ინდუსტრიის 23 წამყვან მწარმოებელს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სკანდინავიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საცალო ქსელს „Coop Trading”-ს.