მოსახლეობა იზრდება და ადამიანებს კარგი საცხოვრებელი ესაჭიროებათ. ჩვენი მომსახურებით საშუალო ზომის კომპანიებს ვეხმარებით მსხვილ ქვე-კონტრაქტორებთან ან უძრავი ქონების მაკლერებთან დაკავშირებაში და სკანდინავიის ქვეყნებსა თუ ევროპაში ახალი სახლების მშენებლობაში.
კლიენტები ჩვენს შესახებ
„Gateway&Partners“-ი ჩვენი კომპანიისთვის პარტნიორების მოძიებას შვედეთსა და ნორვეგიაში ცდილობდა სამი ძირითადი მიმართულებით: ფოლადის კონსტრუქციები, არმატურის მარყუჟები და მანქანათმშენებლობა. „Gateway&Partners“-ი ორივე ქვეყანაში 80-მდე კომპანიას დაუკავშირდა, ორგანიზება გაუწია ოთხ საქმიან ვიზიტს და შეგვახვედრა 25 კომპანიასთან, მათ შორის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან.
„Maru Metall“-ი ერთ-ერთია იმ 8 მონაწილეს შორის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „Gateway&Partners“-ის მიერ დანიაში ორგანიზებულ B2B შეხვედრებში. „Gateway&Partners“-მა ორგანიზება გაუწია 4 შეხვედრას პოტენციურ პარტნიორებთან, მათ შორის სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც თავიანთ პროექტებში იყენებენ მეტალის კონსტრუქციებს. ამასთან, ორგანიზებულ იქნა 2 ვიზიტი ქარხნებში ბაზრის კონკრეტული საჭიროებების უკეთ გასაცნობად.
„Gateway&Partners“-მა განახორციელა ინვესტიციების მოზიდვის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მან ლატვიის განახლებული ბიზნეს-პარკისთვის პოტენციური პარტნიორები მოიძია.