საექსპორტო ბრენდის განვითარება

ბრენდის განვითარება
მარკეტინგული მასალების მომზადება
სავაჭრო გამოფენების ორგანიზების მხარდაჭერა

ბრენდის განვითარება

პირველი შეხედულება მნიშნელოვანია არამხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობებში, არამედ  საერთაშორისო ბიზნესშიც. როდესაც ბიზნესის განვითარება ხდება საერთაშორისო მასშტაბით, კომპანიები ხშირად აწყდებიან კორპორატიული ბრენდის განახლებისა თუ სრულიად ახალი ბრენდის შექმნის საჭიროებას. ჩვენი ექსპერტთა გუნდი, საერთაშორისო დიზაინერებთან ერთად, მოამზადებს თქვენს ბრენდს საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ჩვენ:
  • ჩავატარებთ ბრენდის აუდიტს და განვსაზღვრავთ თქვენი ბრენდის პირველად საჭიროებებს
  • მოვამზადებთ თქვენი ბრენდის ვიზუალიზაციას გრაფიკაში – ლოგო, ფერები, ფონტები
  • მოვამზადებთ ძირითად მარკეტინგულ მასალებს
  • დავეხმარებით თქვენს გუნდს კორპორატიული სტილის გამოყენების პროცესში

მარკეტინგული მასალების მომზადება

ჩვენ:
  • შევქმნით თქვენს ვებგვერდს – თანამედროვე დიზაინით და სათანადო ინფორმაციით
  • შევქმნით მარკეტინგულ ვიზუალურ მასალებს – [კომპანიის] პროფილი, პრეზენტაცია, პროდუქციის კატალოგი და სხვა
  • მუდმივად განვაახლებთ თქვენს მარკეტინგულ ვიზუალურ მასალას

სავაჭრო გამოფენების ორგანიზების მხარდაჭერა

გამოფენები საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებისთვის კვლავაც შეხვედრის ძირითად პლატფორმას წარმოადგენს. ჩვენი კონსულტანტების გუნდი დაგეხმარებათ, მოემზადოთ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენისთვის როგორც თქვენი საგამოფენო სტენდის  დიზაინის და ვიზუალური კონტენტის შემუშავების მხრივ, ისე გამოფენის წინამოსამზადებელი სამუშაოებისა და უშუალოდ გამოფენის მსვლელობისას.

ჩვენ:
  • მოვაწყობთ თქვენს საგამოფენო კუთხეს და მოვამზადებთ ვიზუალურ მასალას – პრეზენტაციებს, ბროშურებს, ნიმუშებსა და სასაჩუქრე მასალებს.
  • გამოფენაზე მოვიწვევთ არსებულ და ახალ მომხმარებლებს და ორგანიზებას გავუწევთ B2B  შეხვედრებს ბიზნეს-კომპანიებს შორის
  • დაგეხმარებით სავაჭრო გამოფენის მიმდინარეობისას – თქვენი საგამოფენო სტენდისთვის  გამოვყოფთ დამატებით ძალებს გაყიდვების მიმართულებით
  • გამოფენის დასრულების შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას გაყიდვების თაობაზე