რაც უფრო დახვეწილი და ინოვაციურია პროდუქტი, მით უფრო კარგია! ჩვენი გუნდი მონდომებულია, მეტი შეისწავლოს ამ მიმართულებით, რათა უზრუნველყოს პოტენციური კლიენტების წარმატებული გასვლა სხვადასხვა ბაზარზე
კლიენტები ჩვენს შესახებ
„Gateway&Partners“-მა ორგანიზება გაუწია ბიზნეს-კომპანიების B2B ღონისძიებას შვედეთსა და ფინეთში „Turkish Electrical“-ისა და ელექტრონული კლასტერის კომპანიებისთვის, რომელშიც წარმოდგენილი იყო ელექტრო-ხელსაწყოებისა და ელექტრონიკის 18 მწარმოებელი. საერთო ჯამში, ორივე ქვეყანაში ორგანიზება გაეწია 160 შეხვედრას. ღონისძიების წარმატება კი იმაში მდგომარეობს, რომ მან ხელი შეუწყო სხვა თურქულ კლასტერებთან შემდგომი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
„Biosan“-მა „Gateway&Partner“-ის მომსახურებით შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის მიზნით ისარგებლა. პროდუქტის სპეციფიკის გათვალისწინებით, „Gateway&Partner“-მა ორგანიზება გაუწია წარმატებულ საქმიან ვიზიტებს ყველა ზემოხსენებულ ქვეყანაში.
მას შემდეგ, რაც გავაცნობიერეთ, რომ ადგილობრივი ბაზარი ჩვენთვის საკმარისი არ იყო, გადავწყვიტეთ ბიზნესის გაფართოება საზღვარგარეთ. „GatewayBaltic“-ის??? დახმარებით ჩვენი პროდუქცია წარვუდგინეთ პოტენციურ პარტნიორებს შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთსა და გერმანიაში.
რომან კლეპიკოვი, კომპანია „IPA“
„Gateway&Partners“-ი ლატვიის დისტანციური მართვის სისტემების მწარმოებელ კომპანიას „Istabai“ სკანდინავიის ქვეყნებში ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში დაეხმარა. „ჭკვიანი სახლის“ ინდუსტრიის ბაზრის ვრცელ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა ექსპორტის გეგმა და სტრატეგია კონკრეტულ საექსპორტო ბაზრებზე შესვლისას საუკეთესო შედეგის უზრუნველსაყოფად. „Gateway&Partners“-ი დღესაც აგრძელებს პარტნიორების მოძიებას და აწარმოებს კომუნიკაციას კლიენტებთან.
„Gateway&Partners“-მა ჩაატარა ბაზრის კვლევა, რისთვისაც ორგანიზება გაუწია რამდენიმე შეხვედრას ფოკუს ჯგუფების ფორმატში ლატვიასა და ესტონეთში, რათა დაედგინა მომხმარებლების უნარები და ხელით ან სენსორული კალმით წერის ტენდენციები ტაბლეტებისა და სმარტფონების მოხმარებისას.