სკანდინავიის რეგიონის მწვანე ოქრო ტყის მასივებია და ყველაფერი ის, რისი წარმოებაც შეგიძლიათ ხის გამოყენებით. ჩვენ ჩრდილოეთ ევროპის ხის გადამუშავების სექტორიდან ინდივიდუალური ექსპორტიორები და კომპანიები წავიყვანეთ სხვადასხვა ბაზრებზე შესაღწევად და სექტორში ბიზნეს-აქტივობები წამოვიწყეთ.
კლიენტები ჩვენს შესახებ
„Gateway& Partners“-მა ორგანიზება გაუწია ბიზნეს-კომპანიების B2B ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლიტვის ხის დამამუშავებელმა ათმა კომპანიამ ავეჯის ინდუსტრიიდან. „Gateway& Partners“-ის მომსახურება მოიცავდა ექსპორტის სტრატეგიის განვითარებას ნორვეგიაში, ასევე, ადგილობრივი სემინარის ორგანიზებას ექსპორტის, მოსამზადებელი სამუშაოებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიების საკითხებზე.
„Gateway&Partners“-მა ორგანიზება გაუწია ბიზნეს-კომპანიების B2B ღონისძიებას ხის სახლების მშენებელი 8 ესტონური კომპანიისთვის საფრანგეთში, რაც მიზნად ისახავდა პოტენციური პარტნიორების განსაზღვრას და მათთან დაკავშირებას. პოტენციური პარტნიორების შერჩერვისას პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თითოეული კომპანიის ინდივიდუალური საჭიროებები და სპეციფიკა. კომპანიებისთვის ორგანიზებული იყო სულ მცირე 3 შეხვედრა საფრანგეთში.
შვეიცარიის ბაზარზე პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად „Gateway&Partners“-მა ორგანიზება გაუწია 6 შეხვედრას. „Gateway&Partners“-მა „Skano“-ს პროდუქცია შვეიცარიის ბაზარზე წარადგინა და გაგვიზიარა ცოდნა ბაზრისა და მისი სპეციფიკის შესახებ.