რაც უფრო მასშტაბურია მოხმარება მსოფლიოში, მით უფრო მეტად არის საჭირო შეფუთვა! ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ 300-ზე მეტ საქმიან შეხვედრას ჩვენი კლიენტებისთვის შეფუთვისა და პოლიგრაფიის ბიზნესში ევროპულ ბაზრებზე.
კლიენტები ჩვენს შესახებ
„Gateway&Partners“-ი „Polipaks“-ის ყველაზე უფრო გრძელვადიანი პარტნიორია, რომელმაც წლების განმავლობაში ორგანიზება გაუწია 30-ზე მეტ საქმიან ვიზიტს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში. საერთო ჯამში, 200-მდე შეხვედრა შედგა პოტენციურ პარტნიორებთან, მათ შორის სხვადასხვა ინდუსტრიის იმ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც სარგებლობენ დრეკადი პლასტიკატის შეფუთვით.
„Gateway& Partners“-მა ორგანიზება გაუწია ბიზნეს-კომპანიების B2B ღონისძიებებს თურქეთის შეფუთვის კლასტერის 13 წევრისთვის. ამ ღონისძიებებზე თურქული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ შესაფუთი მასალების წამყვან საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს, ასევე, სხვადასხვა პროდუქციის იმ მწარმოებლებს, რომლებიც პლასტიკატის შესაფუთ მასალებს იყენებენ. საერთო ჯამში, ამ ღონისძიებებს 53 სკანდინავიური კომპანია დაესწრო, კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში კი 211 შეხვედრა გაიმართა. გარდა ბიზნეს-კომპანიებს შორის შეხვედრებისა, ჩატარდა შვიდი დამოუკიდებელი კვლევა – თითოეული მათგანი კი მოიცავდა შვიდი ბაზრის კვლევას. ამ კვლევებში მოცემული იყო ინფორმაცია ბაზრის ზომის, საერთაშორისო სავაჭრო მონაცემების, მოხმარების ტენდენციების, პოტენციური პარტნიორებისა და კონკურენტების, ბაზარზე ხელმისაწვდომი პროდუქტების, პროდუქტების ფასებისა და სხვა საკითხების შესახებ. გუნდმა არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია მოსამზადებელი ფაზიდან დაწყებული აღსრულებით დამთავრებული!
„Gateway&Partners“-ის დახმარებით, ესტონურმა სტამბამ „Pajo Print“-მა საკუთარი ბიზნესი შვედეთსა და დანიაში გააფართოვა.
მაღალი ხარისის პლასტიკატის კომპონენტების ყალიბების ფინურმა მწარმოებელმა „Plastone”-მა „Gateway&Partners“-ის მომსახურებით ფრანგულ ბაზარზე გასასვლელად ისარგებლა. „Gateway&Partner“-მა ორგანიზება გაუწია მაღალი დონის შეხვედრებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან.