ინვესტორების მოსაზიდად პირველი ეტაპი საინვესტიციო არეალის ანალიზის ჩატარებაა, რის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს კონკურენტული უპირატესობები, ეკონომიკური სარგებელი და ის რეგიონები და სექტორები, რომლებსაც პოტენციურად წარმოადგენენ ინვესტორები. შესწავლის შემდგომი ეტაპია საინვესტიციო წინადადადების შემუშავება, რამაც უნდა შექმნას საფუძველი ინვესტიციების მოზიდვის მართებული პროცესის დასაწყებად.
ჩვენ:
- კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრის მიზნით მოვიძიებთ სათანადო მონაცემებს ინვესტიციის შესახებ
|
- მოვამზადებთ ინვესტიციის მოგება-დანახარჯების ანალიზს სამომავლო პროგნოზირებისთვის
|
- მოვამზადებთ ინვესტორის პროფილს – სექტორი, რეგიონი, ზომა, სეგმენტი
|
- შევიტანთ წვლილს საინვესტიციო წინანდადების შემუშავების პროცესში
საინვესტიციო წინადადების შემუშავება
პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური წინადადების მომზადება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვევს ინტერესს და ასევე, განმარტავს ინვესტიციის ბიზნეს პოტენციალს.
ჩვენ:
- მოვიძიებთ ყველა საჭირო ინფორმაციას
|
- უზრუნველვყოფთ ნებისმიერი ფინანსური მონაწილეობის გაანგარიშებას
|
- მოვამზადებთ საინვესტიციო წინადადებას
ინვესტიციების მოზიდვა
ინვესტიციების მოზიდვა სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალიტეტებისა და კერძო ორგანიზაციების დღის წესრიგის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ინვესტიციების მოზიდვის მომსახურების გაწევისას ჩვენ შევისწავლით საინვესტიციო წინადადებას, განვსაზღვრავთ ინვესტორის პროფილსა და ქვეყანას, თქვენს წინადადებას წარვუდგენთ პოტენციურ ინვესტორებს და ხელს შევუწყობთ მოლაპარაკებების წარმოებას.
ჩვენ: |
- გავაანალიზებთ საინვესტიციო წინადადებას, ჩავატარებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას და დავამუშავებთ საინვესტიციო შეთავაზებას
|
- განვსაზღვრავთ პოტენციურ ინვესტორებს – სექტორები, ზომა, პროფილი, ქვეყანა
|
- თქვენს შეთავაზებას წარვუდგენთ პოტენციურ ინვესტორებს
|
- ორგანიზებას გავუწევთ შეხვედრებს მხარეებს შორის
|
- ორგანიზებას გავუწევთ ინვესტორების ვიზიტებს ადგილზე
|
- ვაწარმოებთ შემდგომ კომუნიკაციას ინვესტირების თაობაზე
|
|
|
|
|
|
|
|