ბაზრის კვლევა და ანალიზიბაზრის კვლევის პროექტები ეხმარება კომპანიებს, ფლობდნენ ინფორმაციას კონკრეტული ბაზრების შესახებ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების და სტრატეგიის ფორმირების პროცესში: ჩვენ:
|
ბაზრის კვლევა ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ბაზრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება კომპანიას ეხმარება შემდგომი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მისი შესრულებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. რეგულარული და სისტემატური ბაზრის კვლევა სიღრმისეული მიმოხილვის საშუალებას იძლება კონკრეტული ნიშის ბაზარზე განვითარებული მოვლენებისა და კონკურენტების პოტენციური ქმედებების შესახებ, ასევე კომპანიებს საშუალება ეძლევათ დროულად მოემზადონ სხვადასხვა ტიპის საბაზრო ცვლილებებისთვის.
ბაზრის ანალიზი არის ბაზრის კვლევის ერთერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რაც კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა საბაზრო ფაქტორების, შესაძლებლობების, შესაძლო საფრთხეების, ბაზრის სეგმენტების, პროდუქციის ან მომსახურების საჭიროებების, მომხმარებელთა საჭიროებების შესახებ და ა.შ. აღნიშნული მონაცემების სათანადო გამოყენება დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ახალი ბაზრების მოპოვებაში.
ბაზრის კვლევა და ანალიზი არის მომსახურება, რომელიც უნდა შესრულდეს პროფესიონალების მიერ, რომელთათვისაც ეს ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. ეს უზრუნველყოფს უტყუარ და საიმედო შედეგებს. უფრო მეტიც, თქვენ მიიღებთ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რეკომენდაციებს თქვენი კომპანიის სტრატეგიული განვითარების გასაუმჯობესებლად.
ბაზრის კვლევისა და ანალიზის მომსახურება მოიცავს შემდეგს:
- ბაზრის ანგარიშის მომზადება, ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ბაზრის ტენდენციების მახასიათებლების იდენტიფიცირება
- ბაზრის მოცულობის შეფასება, ბაზრის ანალიზი იმპორტისა და შიდა პროდუქტის მოცულობის შედარებისა და ბაზრის წილის მიხედვით
- კონკრეტული მრეწველობის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზი.
- ბაზრის სეგმენტაცია და პოზიციონირება
- ბაზრის კვლევა, ყველაზე ეფექტური გაყიდვების გზებისა და პრიორიტეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება
- ექსპერტთა ინტერვიუები, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება.
- ბაზრის ანალიზი სხვადასხვა ბაზრების შედარებით და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ბაზრის პოვნა
- ბაზრის ანგარიშების მომზადება ვიზუალური პრეზენტაციის ფორმატში.
იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ აფასებენ მომხმარებლები თქვენს მომსახურებას და რა იქნება პოტენციური მომხმარებლების საჭიროებები, ჩვენ გთავაზობთ მომხმარებელთა ხარისხობრივ და რაოდენობრივ კვლევას და კონკურენტებთან შედარებას.
მომხმარებელთა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევებისა და კონკურენტებთან შედარების მომსახურება მოიცავს შემდეგს:
- პოტენციური კლიენტების კვლევა, რათა დადგინდეს მათი საჭიროებები და თქვენი პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობა სხვადასხვა ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით. (ფოკუს ჯგუფი,One-on-one, CATI ან CAPI
- ინტერვიუ თქვენს ამჟამინდელ კლიენტებთან, რათა განისაზღვროს ძლიერი და სუსტი მხარეები
- თქვენი და ანალოგი კონკურენტების შეთავაზებების შედარება
- პროფესიონალური ანგარიშის მომზადება
ბაზრის კვლევა და მასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზი უწყვეტი პროცესია, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ბაზრისა და გაყიდვების პოტენციალის რეგულარულ მონიტორინგს. ჩვენ შეგვიძლია ანგარიშების წარდგენა საჭიროებისამებრ – ყოველდღიურად, ყოველთვიურად, კვარტალურად ან ყოველწლიურად. თქვენ გექნებათ ისეთი ბენეფიტები, როგორიცაა უახლესი ინფორმაცია მომხმარებლების, კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ. ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სტრატეგიულად საუკეთესო გადაწყვეტილება როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.